25 მარტს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გაიმართა წლიური კონფერენცია-გამოფენა, სადაც დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 2022 წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. კონფერენცია-გამოფენაზე იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ულოცავს ყველა გამარჯვებულს და წარმატებას უსურვებს კონეფერენცია-გამოფენის მონაწილე თითოეულ პედაგოგს.
გურიის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის წარმატებული მასწავლებლის ჯილდო მოიპოვა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბახვის საჯაროს სკოლის პედაგოგმა ხათუნა ბარამიძემ.
ხოლო მოსწავლეთა პროექტების მხარდამჭერი მასწავლებლის ტიტული წილად ხვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჭამიასერის საჯარო სკოლის პედაგოგს მზია ქორიძეს (ქალბატონი მზია ასევე არის ამავე სკოლის დირექტორი).