ლანჩხუთის მერიაში რიგ თანამშრომლებზე ანაზღაურების მატება იგეგმება. ამის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში.
როგორც მერიის მიერ წარმოდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, მერიის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო ნაცვლად დღეს არსებული 700 ლარისა განისაზღვრება 800 ლარით.
მერიისვე განმარტებით, პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში.
ირკვევა, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ანაზღაურება ეზრდებათ საკრებულოს რიგ თანამშრომლებსაც. კერძოდ, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი ნაცვლად 700 ლარისა 800 ლარით განისაზღვრა. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილება განპირობებულია ხელფასების თანასწორობასთან და დარეგულირებასთან დაკავშირებით.
[sexy_author_bio]