ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.
მისი თქმით, 21 მაისის შემდეგ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, შესაბამისად, ყველა გეგმა მანამდე უნდა შევასრულოთ.
„5 მაისს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. ეცადეთ, კონფლიქტში არ შეხვიდეთ, არ დადოთ ხელშეკრულებები. შემდეგი სავსემთვარეობა ოქტომბერშია და როგორც ახლა შეხვდებით, ისე გაგრძელდება ეს პერიოდი ოქტომბრამდე“, – ამბობს ასტროლოგი.