ვერძი
15 მაისის შემდეგ ბევრი ვერძი მიიღებს შემოთავაზებას ახალ სამუშაოზე, რომელიც უფრო წარმატებული და მაღალანაზღაურებადი იქნება. რა თქმა უნდა, ასეთი შემოთავაზების მიღება უყოყმანოდ ღირს! ფული მდინარესავით წამოვა და მასთან ერთად ვერძი შეძლებს თავისი შემოქმედებითი უნარების რეალიზებას.
კირჩხიბი
მაისის მეორე ნახევარში კირჩხიბებიც მიიღებენ ახალ შანსებს. მათ შეიძლება მოიგონ ლატარიაში, ან მიიღონ სესხის ხელსაყრელი პირობა. ფინანსური წარმატების პერიოდი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება თუ პოზიტიურად იაზროვნებენ და არ იზარმაცებენ.
თევზები
თევზები შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების წყალობით, მაისსა და ივნისში განტვირთვას შეძლებენ. მთავარია, არ შეშინდნენ და თამამად გამოხატონ საკუთარი აზრები ახალი პროექტების გარშემო. ის ძალიან საინტერესო და მომგებიანი იქნება.
ავტორი