შუხუთში ტრადიციული ლელობურთისთვის ემზადებიან.
“ქრისტე აღდგა!
ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე მაიკ მაკქართი და მამა საბა ლელობურთისთვის ემზადებიან. ახლა ბურთს გავავსებთ და 5 საათზე ლელო დაიწყება”, _ წერია Georgian Rugby-ის ფეისბუქგვერდზე.
საინტერესოა, ვის მხარეს ითამაშებს ცნობილი მორაგბე.
გადმოცემის მიხედვით, შუხუთის ახლო-მახლო მიდამოებში, 1854 წლის მაისში, გურულების მცირე რაზმმა თურქთა სარდლის სელიმ ფაშას დიდძალი ჯარი ამოხოცა, მათ შორის, მოღალატე ჰასან-ბეგ თავდგირიძე და შუხუთფერდის სახელით ცნობილ ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება იზეიმა. მას მერე, აქ ურთიერთობას ლელოს გატანაში ზემოურები და ქვემოურები არკვევენ.