2024 წლის იანვრიდან საქართველოში ხელფასების მატება რამდენიმე სექტორში იგეგმება.
მატება შეეხებათ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, რომელთათვისაც განსაზღვრულია 10%-იანი მატება, პედეგოგებს, რომელთაც ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდებათ და სამედიცინო პერსონალს.
სახელფასო ცვლილება სამედიცინო პერსონალზე ასე გადანაწილდება:
უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული
ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული
ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული
სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული.