პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ზურა ბუჩუკური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მან პრეზიდენტის სასახლე კომენტარის გარეშე დატოვა. ზურა ბუჩუკურმა ჟურნალისტების დანახვის შემდეგ უკანა გასასვლელით ისარგებლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ზურაბ ბუჩუკური არ შეხვედრია არც პრეზიდენტს და არც ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლეს. “შესაძლოა კოლეგებს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა”, _ განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე. ის უკვე წლებია პატრიარქის დაცვის სამსახურში მუშაობს.