ლანჩხუთში ახალი კორონავირუსის ორ დაინფიცირებულ პირთა კონტაქტები, როგორც ირკვევა, ოზურგეთს უკავშირდება.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, დაინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გამოვლენილია, მუნიციპალიტეტში პანიკის საფუძველი არ არსებობს და ვითარება სრულად კონტროლდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების თანამშრომლები არიან, რომელთაც მოსახლეობასთან არანაირი სამსახურებრივი კონტაქტი არ აქვთ.
სავარაუდოდ, ისინი ოზურგეთელ კოლეგებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდნენ, ლანჩხუთში კი მათ მხოლოდ შვიდ პირთან ჰქონდათ შემხებლობა. ყველა კონტაქტი დადგენილია.