საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის ახალი მოდელის შემუშავებისთვის განსაკთრებულ მადლობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების იმ ნაწილს უხდის, რომლებმაც დოკუმენტის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს.
“ამ ადამიანებმა შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი კონსტიტუციის ახალი მოდელის შემუშავებაში“, _ აღნიშნა კობახიძემ მედიის წამომადგენლებთან შეხვედრისას.
შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხვდება.