ლომი
ლომს ყველაზე მეტად საკუთარი სამყაროს ეპიცენტრში ყოფნა უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ეგოისტურად იქცევიან. ლომმა ბევრი იცის საკუთარი შინაგანი სამყაროს შესახებ და საკუთარ თავს კარგად იცნობს. შედეგად, შეუძლია გააცნობიეროს, რომ დიდი ყურადღება სჭირდება და ყურადღების ნაკლებობას მარტოობა ურჩევნია. ზოგჯერ უფრო მეტსაც ითხოვს, ვიდრე პარტნიორს შეუძლია. ვალდებულებებისგან გათავისუფლება საშუალებას აძლევს, რომ დატკბეს ფლირტით და ყურადღებით, რომელსაც მის მიმართ იჩენენ. მათ სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც სამართლიანი და პატიოსანი იქნება.
თევზები
თევზები ინტუიციით და მგრძნობიარე ბუნებით გამოირჩევიან. ეს შემოქმედებითი სული ღრმა კავშირშია საკუთარ შინაგან სამყაროსთან. მათ უყვართ დროის მარტო გატარება – იმდენად, რომ ასეთ დროს ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ვითარდებიან. მათ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ხდება. მიუხედავად ყველაფრისა, გარე სამყაროსთან კავშირიც სჭირდებათ და ამისთვის საჭიროა, რომ ვინმემ მათი ყურადღება მიიპყროს და შეინარჩუნოს. თევზებს შეუძლიათ თავიანთი სიცოცხლე თავის ვნებებს მიუძღვნან და ხანგრძლივი ურთიერთობების გარეშეც იყვნენ ბედნიერები.
ქალწული
ქალწულები ზოგჯერ უცნაურ იდეებსაც ეჭიდებიან. მათ განვითარებული აქვთ წინათგრძნობა და იშვიათად ჩერდებიან ადამიანებთან, რომლებიც მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. მათ თითქმის მიუწვდომელი, მაღალი სტანდარტები აქვთ. ქალწულები სწავლობენ მარტოობის დადებითი კუთხით მიღებას ცხოვრებაში, ადრეული ასაკიდანვე. ხშირად ემხრობიან მოსაზრებას, რომ, აზრი არ აქვს ვინმეს დრო და ენერგია გადავცეთ, თუ დარწმუნებული არ ვიქნებით, რომ ეს „იმუშავებს“. მათ საოცარი სიმტკიცე ახასიათებთ. მიუხედავად იმისა, რომ იციან, ყოველმხრვ სრულყოფილი არავინაა, მაინც აღვიძებენ უიმედო რომანტიკოსს, რომელიც მათში ცხოვრობს. შემდეგ კი მცდელობას არ იშურებენ, რომ მარტო მყოფებმაც კარგად იგრძნონ თავი.
მარტოხელა ადამიანების მიმართ საზოგადოების მხრიდან არაერთი სტიგმა წარმოქმნილა. თუ თქვენ აფასებთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და დროის მარტო გატარების სურვილი ხშირად გაქვთ, ეს ცუდი სულაც არაა.