თევზების ცოდვები სიჯიუტეს, აბსურდულობამდე დასულ პრინციპულობას, ზედმეტ მერკანტილურობასა და ღორმუცელობას უკავშირდება. მათ დიდ ნაწილს, ფული ძალიან უყვარს, ხშირად ამის გამო ურთიერთობაც უფუჭდებათ გარშემო მყოფებთან.
ლომის ყველაზე დიდი ნაკლი მედიდურობა, სხვების აზრის გაუთვალისწინებლობა და ამპარტავნულო გამოხდომებია. ხშირად ხდება ისე, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები თავს ზედმეტის უფლებას აძლევენ. რეალურად კეთილი გული აქვთ, მაგრამ გარშემო მყოფების თვალში დიქტატორის იმიჯს იმკვიდრებენ ზედმეტი მედიდურობით.
სასწორის ცოდვები მერყევ ხასიათს, მუდმივად “ოქროს შუალედის” პოვნის მოთხოვნილებასა და გადამეტებულ ლოიალურობას ეფუძნება. ამ ადამიანებს ხშირად საერთოდაც უჭირთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც ბევრ კარგ შანსს კარგავენ ცხოვრებაში.
[sexy_author_bio]