კიევის ოლქის ვიშგოროდში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი უკუპანტების კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ UNIAN უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებზე დაყრნობით წერს.
“ვიშგოროდი. მინუს ერთი მტრის ვერტმფრენი. ერთად გამარჯვებისთვის”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც UNIAN იტყობინება, რომ 7 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები აგრძელებდნენ მზადებას ვიშგოროდზე თავდასხმისთვის. ასევე, მტერი ემზადება განაახლოს თავდასხმა გოსტომელის, ირპენის, სტოიანკას დასახლებებზე.
[sexy_author_bio]