საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრისთვის საქართველოს ყველაზე დიდი ვალი საფრანგეთის მართებს, შემდეგ მოდიან გემანია, იაპონია…
საფრანგეთი _ 770,3 მილიონი დოლარი;
გერმანია _ 568,4 მილიონი დოლარი;
იაპონია _ 125,8 მილიონი დოლარი;
ავსტრია _ 11,1 მილიონი დოლარი;
ქუვეიტი _ 10,08 მილიონი დოლარი.
გარდა ამისა, საქართველოს აქვს რუსეთის ვალი 7,870 მილიონი დოლარი; თურქეთის _ 2,242 მილიონი დოლარი; ყაზახეთის _ 1,252 მილიონი დოლარი…
რაც შეეხება მსხვილი საბანკო სექტორის ვალებს, 2024 წლის ნოემბრის მონაცმებით მონაცემები ასეთია:
აზიის განვითარების ბანკი _ 2,263 მილიარდი დოლარი;
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი _ 1,633 მილიარდი დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი _ 1,081 მილიარდი დოლარი;
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია _ 488,4 მილიონი დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი _ 177,4 მილიონი დოლარი.
ასე რომ, 2024 წლის ნოემბრისთვის საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი შეადგენს 8,642 მილიარდ დოლარს (24,021 მილიარდი ლარი დღევანდელი კურსით). ეს 3,513 მილიონი დოლარით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიდთან შედარებით.