ფარერების ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ივნისში მათი გუნდი ამხანაგურად საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 5 ივნისს ჩვენს ქვეყანაში შედგება.
მოგეხსენებათ, “ჯვაროსნებმა” ივნისში 2 ამხანაგური მატჩი უნდა გამართონ, მეორე მეტოქის ვინაობა კი ამ დროისთვის უცნობია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ფარერებს ისტორიაში ორჯერ დაუპირისპირდა. 2008 წლის მსოვლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაშინ კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა გასვლაზე 6:0 მოიგო, საკუთარ მოედანზე კი მეტოქეს 3:1 აჯობა.
წყარო: sportall.ge