ამ წუთებში, რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, ძალოვანების სრული მობილიზებაა _ ისინი კალაძის დაანონსებული ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან, საზოგადოების იძულებით გაყვანისთვის ემზადებიან.
პარალელურად, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, საჯარო მოსამსახურეების მობილიზებას ახდენენ და მოუწოდებენ მათ, ბავშებთან ერთად მივიდნენ ნაძვის ხის საზეიმოდ ასანთებად იმ ადგილას, სადაც საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული და ასაკობრივი ჯგუფები ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, მოქალაქეების დარბევას, ძალადობას და მედიის დევნას აპროტესტებენ.
ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რის განმუხტვას საზოგადოება თავად ცდილობს: სხვადასხვა სოცმედია ჯგუფებში ვრცელდება მოწოდებები, არ აყვნენ დაგეგმილ პროვოკაციას, არ შევიდნენ დაპირისპირებაში თანამოქალაქეებთან და არ მოახდინონ რუსთაველის გამზირზე ადამიანების დიდი კონცენტრაცია.
სწორედ ამის შესახებ მოუწოდა ახალგაზრდებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და პროტესტის სხვადასხვა ლოკაციებზე გაშლის წინადადება შესთავაზა ახალგაზრდებს.
ამასობაში, პოლიციამ კორდონი გააკეთა და ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე „ოცნების“ მხარდამჭერებს ადგილს უთავისუფლებს.