ცოტა ხნის წინ, გრენადის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა თუ როგორ მოქმედებს მზესუმზირის ზეთის ხანგრძლივად მიღება ადამიანის ორგანიზმზე.
ანალიზებმა დაადასტურეს, რომ მზესუმზირის ზეთი ღვიძლის უჯრედებს ანადგურებს მის დამჟავებას უწყობს ხელს.
ექსპერტების ჯგუფმა მზესუმზირის ზეთში ბენზოპირენი აღმოაჩინა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მზესუმზირა ხშირად გზისპირებზე ითესება. 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს ასფალტიდან ბენზოპირენი გამოიყოფა, რომელსაც მზესუმზირა შთანთქავს. სპეციალისტთა მტკიცებით, მზესუმზირა, რომელიც მთელი წელი ინახებოდა, ისეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ბენზოპირენს, რომ ვერავითარი დეზოდორირება და რაფინირება ვერ უშველის.
თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ზეთზე უარს მაინც ვერ ამბობთ, შეცადეთ ეს რჩევები მაინც გაითვალისწინოთ:
ეკრძალებათ ადამიანებს, რომელთაც ნაღვლის ბუშტის, ნაღველგამომყოფი გზების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი ქოლესტერინი და შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ.
არ შეიძლება ბავშვებისთვის 2 წლამდე.
მზესუმზირის ზეთი ალერგენია. ადამიანებს, რომელთაც ალერგია აქვთ მზესუმზირაზე, გვირილაზე, ამბროზიასა და აბზინდაზე, მისი მიღება ეკრძალებათ.
მზესუმზირის 1 კოვზი 180 კალორიას შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება დიეტის დროს არაა რეკომენდირებული.
მეცნიერები გვირჩევენ მზესუმზირის ზეთი ზეითუნის ზეთით ჩავანაცვლოთ, რომელიც ასევე ცივი დაწურვის ტექნოლოგიით უნდა იყოს მიღებული. მართალია, ზოგიერთი ვიტამინის შემცველობა მზესუმზირის ზეთში უფრო მეტია, სამაგიეროდ ზეითუნის ზეთს ადამიანის ორგანიზმი უკეთ ითვისებს.




































































