ადამიანებმა, რომელთაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვთ, აუცილებლად უნდა შეიტანონ თავის რაციონში გვირილის ნაყენი. ასეთი დასკვნა გააკეთეს უელსის და იაპონიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა კვლევების შედეგად.
ეს ნაყენი არა მხოლოდ ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს, არამედ იმ გართულებებსაც ებრძვის, რასაც დიაბეტი იწვევს.
ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ გვირილის ნაყენი ებრძვის სიბრმავეს, თირკმელების დაავადებებს, ნერვული სისტემის მუშაობის გაუარესებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ჰიპერგლიკემიას.
ექსპერიმენტის მონაწილეები სამი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ სვამდნენ ამ ნაყენს. შედეგად, მათ უმეტესობას სისხლში გლუკოზის შემცველობა 25%-ით შეუმცირდა.
დღეში ორი ჭიქა გვირილის ნაყენი უნდა დალიოთ სისხლში შაქრის დასარეგულირებლად და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, ნაყენში შაქრის დამატება დაუშვებელია.


































































