ვერძი
დაკონკრეტდით ერთ მნიშვნელოვან საქმეზე და ეცადეთ არ გათქვათ თქვენი გეგმები. პირად-სასიყვარულო თემებში წარმატების შანსები მეტია.
კურო
ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში. გათვალეთ პერსპექტიული მიმართულებები. მათთვის ვინც მეწყვილეს ეძებს დღე შეიძლება საინტერესო იყოს ახალი ნაცნობობის კუთხით.
ტყუპები
ცვლილებების დროა, ნუ შეშინდებით. ახალი უკეთესი პერსპექტივები გადაიშლება თქვენს წინ.
კირჩხიბი
პარტნიორულ სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები, ამას თვენთვის საკმაოდ პოზიტიური შედეგები ექნება, იქნება ვნებათაღელვაც, ნერვიულობაც, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზებიც გაგაოცებთ.
ლომი
იმისათვის რომ თქვენი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს, საჭიროა თქვენს ქმედებებში გარკვეული კორექტივების შეტანა. კარგია თუ დროს დაუთმობთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს.
ქალწული
კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობების მოსაგვარებლად, ამ სფეროში სასიკეთო ცვლილებებისთვის მოემზადეთ.
სასწორი
შეგიძლიათ თამამად შეეჭიდოთ ოჯახში გადასაწყვეტ საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახში ხანდაზმულებსა და ბავშებს.
მორიელი
სიყვარული, შემოქმედებითი საქმიანობა, ახალი რომანტიული ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა. ახლა თქვენ მზად ხართ თამამი ნაბიჯებისთვის თქვენი გრძნობების დასაცავად.
მშვილდოსანი
ელოდეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი დროა საოჯახო შენაძენის გასაკეთებლად.
თხის რქა
გამოიყენეთ ეს დრო საქმიანი ურთიერთობებისა და სხვადასხვა კავშირების განსამტკიცებლად. ეს საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ თქვენთვის საინტერესო საკითხების რეალიზება.
მერწყული
კარგი დროა სულიერი პრაქტიკებისთვის, ასევე იმისთვის, რომ ჩაუღრმავდეთ გარკვეულ საკითხებს. ეს ყოველივე დაგეხმარებათ წონასწორობის არდგენასა და ემოციური მდგომარეობის დაბალანსებაში.
თევზები
კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, გამოიჩინეთ სიმტკიცე და პრინციპულობა.