ვერძი
ქმედებამდე კარგად გათვალეთ რისკები და შედეგები. სასურველია იყოთ მეტად პასიურ მდგომარეობაში, თავი აარიდეთ უსიამოვნო საუბრებს.
კურო
დღევანდელი დღის ენერგიების გათვალისწინებით სასურველია მეტად წინდახედული იყოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს.
ტყუპები
დიდია პროვოკაციების ალბათობა, თუმცა ეს არ უნდა იყოს თქვენი სახლში განმარტოების მიზეზი. შემოიფარგლეთ ყოველდღიური რუტინით, მოერიდეთ ავანტიურულ საქმიანობას.
კირჩხიბი
დღის დასაწყისი გაიხალისეთ პოზიტიური ფსიქოლოგიით ან აფირმაციებით. თავი აარიდეთ სტრესულ გარემოებებს.
ლომი
დღის მთავარი მოთხოვნა – ბალანსი. დაიცავით წონასწორობა შინ თუ გარეთ, საღამოს განიტვირთეთ ოჯახურ გარემოში.
ქალწული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კვების რაციონს. აკონტროლეთ დაპირებები, მოლაპარაკებების დროს გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სიტყვები უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ ფაქტებს.
სასწორი
გარდასახვის და სიწმინდის დღეა. ნუ გააჯერებთ თქვენს გონებას ნეგატიური ემოციებით. სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ ნებისმიერ საქმეში.
მორიელი
გადახედეთ თქვენს განვლილ ცხოვრებას, გააანალიზეთ გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები, გაუგებრობების მიზეზები.
მშვილდოსანი
მთავარია ჰარმონიისა და წონასწორობისკენ სწრაფვა. მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოხატვას. გამოიჩნეთ თავშეკავება.
თხის რქა
დღე მიუძღვენით სიყვარულსა და შემოქმედებით საქმიანობას. ნუ შეიზღუდებით, განიტვირთეთ, დატკბით მუსიკის ჰანგებით.
მერწყული
შური, ეჭვიანობა, იმპულსურობა ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
თევზები
ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. კარგია ლოცვა, მედიტაცია. ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურები. ნუ გადაიტვირთებით.