ვერძი – კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის. წარმატება ელოდებათ კანონის, საინფორმაციო და წესრიგის დაცვის სფეროში მომუშავეებს. მეუღლესთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის გრძნობა შეინარჩუნეთ.
კურო – პატივი ეცით და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც გენდობიან. გარშემომყოფებთან კონტაქტი ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები – სხვების კარნახის გარეშე მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ. კარგი დღეა მშობლისა და პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.
კირჩხიბი – დღეს მხარდაჭერას მიიღებთ ახლობლებისგან, საყვარელი ადამიანებისა და თანამშრომლებისაგან. პროფესიული საქმიანობის შესრულება სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ლომი – შეეცადეთ ნებისმიერი სახის ურთიერთობა გაამყაროთ. თანამშრომლებთან უფრო მეტად დაახლოვდებით. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შემუშავებისათვის.
ქალწული – შექმნილი გარემოებები პროფესიულ წინსვლაში ხელს შეგიწყობენ. უფროსები მეტად დამთმობები გახდებიან. თუმცა, სამუშაოს შესრულებისას კეთილსინდისიერება გმართებთ.
სასწორი – ვარსკვლავები დღეს აჩქარებას არ გირჩევენ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, ამგვარად ყველა საქმეს სრულყოფილად შეასრულებთ.
მორიელი – ნუ მოერიდებით ოფიციალურ ურთიერთობებს. შეინარჩუნეთ რუტინული სამოქმედო გეგმა და პრობლემების უმეტესობა მოგვარდება. კარგი დღეა ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად.
მშვილდოსანი – თანაბარუფლებიანი თანამშრომლობა წარმატების გარანტი იქნება. საქმიანობაში დამხმარე დაგჭირდებათ. ცოლ–ქმრული, ან სასიყვარულო ურთიერთობა დადებითად აისახება თქვენს საქმეზე.
თხის რქა – დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობა. კარგი დღეა დამხმარეების მოსაძებნად.
მერწყული – დღეს სიურპრიზები არ გელოდებათ. გარშემომყოფების ქმედებები თქვენთვის მოსალოდნელი იქნება. ცუდი დღეა ექსპერიმენტებისა და თავგადასავლებისათვის.
თევზები – ვარსკვლავები კანონთან სიფრთხილეს გირჩევენ. დიპლომატიურობა კონფლიქტების მოგვარებაში დაგეხმარებათ.