ვერძი
ადამიანები ამ დღეს მიდრეკილნი იქნებიან ერთმანეთის შესახვედრად და ნებისმიერ სიტუაციაში დასახმარებლად – აზრი აქვს ისარგებლოს ხელსაყრელი გარემოებებით მნიშვნელოვანი პროფესიული საკითხების გადასაჭრელად.
კურო
გახსოვდეთ, რომ ყველგან მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც არ ჩქარობს. იმუშავეთ მშვიდად, აუჩქარებლად, მაშინ შეძლებთ ყველაფერი ისე გამოგივიდეთ, როგორც დაგეგმეთ.
ტყუპები
დღე, როცა ყველაზე რთულ და შრომატევად საქმეებსაც კი გაართმევთ თავს, მთავარია არ იფიქროთ მომავალ დღესასწაულებზე, არამედ იმაზე, რომ მათ დაწყებამდე აუცილებელია ყველა სამუშაოს დასრულება.
კირჩხიბი
ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში – როგორც პროფესიულ ასევე პირადში – ღირს უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევა მიიღოთ.
ლომი
ფინანსური ტრანზაქციები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შედეგები საგულდაგულოდ არის გათვლილი და შესწავლილი, რისკისთვის დრო არ არის, – დიდია წაგების ალბათობა.
ქალწული
ახალი პროექტის დაწყებისას, შეეცადეთ, რომ ნათლად გამოყოთ სამუშაო დრო დასვენებისგან – მათი შერევით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
სასწორი
ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ სიზმარს, რომელსაც ამაღამ იხილავთ. ის შეიძლება არ აღმოჩნდეს წინასწარმეტყველური, მაგრამ იქნება პასუხი კითხვაზე, რომელიც გაწუხებთ.
მორიელი
საახალწლო პერიოდის გეგმის შედგენისას, შეეცადეთ გათვალოთ ყველა დეტალი და ნიუანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი გახდეს დაბრკოლება მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
მშვილდოსანი
დროა, იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდით. სასურველია, გაიაროთ გამოკვლევა, რომელიც გიჩვენებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში.
თხის რქა
მიიღოთ სასიამოვნო ემოციები – მაგალითად, ეწვიეთ ანტიკური ნაძვის ხის დეკორაციების გამოფენას ან წადით თეატრში. ეს დაგამშვიდებთ და საახალწლო განწყობასაც შეგიქმნით.
მერწყული
სამუშაოსთვის თემის არჩევისას მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას – ის გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ უპირველესი ყურადღება.
თევზები
დაგეძაბებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, თუმცა ისე არა, რომ დაშორდეთ. თქვენს წყვილში არსებული სირთულეები, დიდი ალბათობით, დროებითია.