ვერძი – ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის ალბათობაა, ნუ გადადებთ საოჯახო საქმეებს და იზრუნეთ პრობლემების მშვიდობიან მოგვარებაზე.
კურო – მოსალოდნელია საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ და მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი.
ტყუპები – სასიამოვნო საჩუქარი და სასიამოვნო სიახლე გელოდებათ პირად ურთერთობაში.
კირჩხიბი – მებრძოლი სული და შეუპოვრობა ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებას მოგიტანთ და ძალასაც დაანახებთ თქვენს ოპონენტებს.
ლომი – ურთიერთობებში მოულოდნელ პოზიტიურ შემობრუნებას ელოდეთ.
ქალწული – არ ღირს ყოველდღიურ წვრილმანებზე შფოთი და აყალმაყალი, დამშვიდდით და გამოიძინეთ.
სასწორი – ნუ დაგეგმავთ რომანტიულ შეხვედრას. მიხედეთ თქვენს ყოველდღიურ საქმეებს.
მორიელი – უფროსობისა და კოლეგების აშკარა პატივისცემასა და დაფასებას გულწრფელი მადლიერებით შეხვდებით, მაგრამ დიდი პატივი ნუ გაგაყოყოჩებთ, ტემპი არ შეანელოთ.
მშვილდოსანი – მაქსიმალური შედეგისა და მოგების მისაღებად მეტი მოქნილობა და სითამამე გჭირდებათ.
თხის რქა – თავს ნუ მოიტყუებთ, ნუ ეცდებით შელამაზებულად წარმოაჩინოთ სინამდვილე, იყავით ლმობიერი სხვების მიმართ.
მერწყული – დღეს მოსალოდნელია არჩევანის წინაშე დადგეთ და რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.
თევზები – ზომიერება და ისევ ზომიერება საქმეებში. ყური მიუგდეთ საკუთარ თავს და დაზოგეთ ძალები.