ვერძი
დღეს შესაძლოა ახლობელი ადამიანების გამო მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. არ არის გამორიცხული თავი იჩინოს ტექნიკასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რის გამოც ფინანსების მოძიება დაგჭირდებათ.
კურო
ელოდეთ მოულოდნელ სიურპრიზებს. ნებისმიერი სიტუაციის გადაწყვეტისას იყავით ორიგინალური, არაორდინალური ქმედებით თქვენ არა მხოლოდ გააოცებთ გარშემომყოფებს, არამედ მათ პატივისცემასაც დაიმსახურებთ.
ტყუპები
ნებისმიერი სიახლის დროს კარგად აწონ-დაწონეთ სხვადასხვა რისკფაქტორები, რადგან არ არის გამორიცხული თავი იჩინოს შეფერხებებმა გაუთვალისწინებელი დეტალების გამო.
კირჩხიბი
იყავით ზომიერი ფინანსებთან დაკავშირებით, თავი შეიკავეთ უსარგებლო საყიდლებისგან. მეტი დრო დაუთმეთ პირადი სივრცის მოწესრიგებას.
ლომი
გადახედეთ თქვენს პროექტებსა და ბიზნეს გეგმებს, შეიტანეთ მათში საჭირო კორექტივები. ელოდეთ სიურპრიზებს სამხსახურში.
ქალწული
საქმისადმი თქვენი ტრადიციული მიდგომები გადახედვას მოითხოვს. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა.
სასწორი
კარგი დღეა საოჯახო სივრცის, გარემოს მოწესრიგების, მოწყობისა და საჭირო ნივთების შესაძენად. ფინანსები ჯობია წინასწარ გათვალოთ.
მორიელი
გამოიჩინეთ შეუპოვრობა და აქტიურობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. იყავით კონცენტრირებული დეტალებზე.
მშვილდოსანი
შესაძლოა თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს ნათესავების მიერ თავსმოხვეულმა პრობლემებმა, ასევე ტექნიკურმა ხარვეზებმა სამსახურში.
თხის რქა
იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, ახალს ნურაფერს წამოიწყებთ, განამტკიცეთ მიღწეული შედეგები. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის მცირეწლოვან წევრებს, ასევე დაიცავით ზომიერება ფინანსებთან დაკავშირებით.
მერწყული
ოჯახში ან საცხოვრებელთან დაკავშირებულმა მოულოდნელი გაუგებრობები თქვენგან სწრაფ და გონიერ ქმედებას მოითხოვს. ნუ აყვებით ნერვებს, ყველაფერი მალევე დალაგდება.
თევზები
კარგად დაისვენეთ, მოიწესრიგეთ ძილი, აღიდგინეთ ძალები, თქვენი განწყობისა და საქმიანობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ელოდეთ საინტერესო შემოთავაზებას ან ინფორმაციას.