ვერძი
ოჯახურ თუ პირად ურთიერთობებში, პრობლემების მოსაგვარებლად ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, დაიტოვეთ უკან დასახევი გზა. სასურველია, რჩევა ჰკითხოთ ახლო მეგობარს.
კურო
თუ ტაქტიანი იქნებით და მოთმინებას გამოიჩენთ, მოვლენების მართვის სადავეები თქვენს ხელში აღმოჩნდება და მიზნისკენ მიმავალ გზას ადვილად გაიკვლევთ.
ტყუპები
იყავით ყურადღებით, შესაძლოა სამსახურში მოულოდნელად ისეთ იდეას გადააწყდეთ, რომელიც ჯადოსნური ჯოხივით, უცბად გაგიხსნით ფართო ასპარეზს და მარტივად შეძლებთ მიზნების რეალიზაციას.
კირჩხიბი
ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს, არ არის გამორიცხული ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ. შეეცადეთ, სითბო და ყურადღება გამოხატოთ კოლეგებისა თუ შინაური გარემოცვის მიმართ.
ლომი
მთვარი ამოცანა იქნება დროულად და დამაჯერებლად გააკეთოთ სწორი არჩევანი, ამით ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და სიტუაციაც სწრაფად დასტაბილურდება. ნუ გააჭიანურებთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან თავისით არაფერი მოგვარდება.
ქალწული
სასურველია ფინანსური დანახარჯების შეზღუდვა, ნუ დაარღვევთ წესებსა და ნორმებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გაუთვლელი ხარჯები და ფინანსური სანქციები.
სასწორი
გაურკვეველი ვითარების გამო, შესაძლოა დაიბნეთ, ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ შინ თუ გარეთ, გზებსა თუ სამსახურში. შეეცადეთ, დაისვენოთ.
მორიელი
მეტი წარმატების მისაღწევად, კარგი იქნება თუ თქვენს საქმიანობაში პროფესიონალების რჩევას გაითვალისწინებთ და წინდახედულად იმოქმედებთ.
მშვილდოსანი
ახლა თქვენ შეგიძლიათ, დაიპყროთ მომდევნო მწვერვალი. ამიტომ, დილიდან იყავით მობილზებულნი. შეაგროვეთ დილით რეალური კლასის საჩვენებლად. მაგრამ თქვენ არ უნდა დაიტვირთოთ თავი ყე ლამდე საქმეებითა და ამოცანებით – თქვენ არ შეგიძლიათ “ამოიღოთ იგი”. პირველ წყვილში ყველაფერი ახალი სერიოზულად შენელდება, ხვალ კი აღმართზე წავა – ამაში რისკი დაგეხმარებათ. მაგრამ ფრთხილად იყავით – ზოგიერთი ექსპერიმენტი არაფრით არ დასრულდება.
თხის რქა
მატულობს ნევროზულობა, შესაძლოა, მარტივად გადაიღალოთ. მოერიდეთ სარკაზმს და უხეშობას, შეეცადეთ, კარგად გაერკვეთ სიტუაციებში და მეტი თავდაჭერილობა გამოიჩინოთ, შესაძლოა არასწორად შეაფასოთ მოვლენები და ხელიდან კარგი შანსები გაუშვათ.
მერწყული
დაკავდით საყვარელი საქმიანობით. შეამცირეთ კონტაქტები, ერიდეთ სტრესსა და ფსიქოლოგიურ გადაღლას, განსაკუთრებით, თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებთან, რომლებიც ემოციურად გთრგუნავენ.
თევზები
ზედმეტად ფანტაზიორობთ, ღრუბლებში დაფრინავთ და არ განაღვლებთ, ირგვლივ რა ხდება. ოცნება კარგია, მაგრამ ნუ მოწყდებით რეალობას, რადგან დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.