ვერძი
შეიქმენით პოზიტიური განწყობა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთა უსიამოვნო კომენტარებსა და წუწუნს. იზრუნეთ სახლის სადღესასწაულო გაფორმებასა და ახლობლების საჩუქრებზე.
კურო
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, არ ღირს ყოველ წვრილმანზე ნერვიულობა, ამგვარად თქვენს ოჯახის წევრებსაც მოუფრთხილდებით და თავიდან აიცილებთ სხვადასხვა სირთულეებს.
ტყუპები
დღეს სჯობს საოჯახო საქმეებით შემოიფარგლოთ. დღე ასევე სასიკეთოა პირად-სასიყვარულო საქმეების დალაგებისთვის. რაც შეეხება საქმიანობის სფეროს, ეცადეთ თქვენი კრიტიკული შენიშვნებით კოლეგები არ გააღიზიანოთ.
კირჩხიბი
დღეს შესაძლოა სამსახურში უთანხმოებებმა და გაუგებრობებმა იჩინოს თავი, ეცადეთ სიტუაციას გაგებით მოეკიდოთ, ნუ გაამწვავებთ მეტად არსებულ მდგომარეობას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.
ლომი
ახლა მთავარია გაწეროთ ახლო მომავლის აუცილებელი საქმეების სია და ქრონოლოგიურად მიჰყვეთ მას, ნუ გააჭიანურებთ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ყველაფერი გამოგივათ, ოდნავ მეტი ძალისხმევაა საჭირო.
ქალწული
მეტი ყურადღება დაუთმეთ ენერგოტონუსის ამაღლებას, მიჰყევით თქვენს გეგმებს, დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მაგრამ ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ.
სასწორი
მშვენიერი დღეა თქვენი გეგმების სისრულეში მოსაყვანად. გარშემომყოფებთან იყავით მეტად კონსტრუქციული, მოერიდეთ კრიტიკასა და კამათს.
მორიელი
მოდუნდით, მიიღეთ სიამოვნება ნებისმიერი პროცესისგან, იქნება ეს სამსახურეობრივი საქმეები თუ საოჯახო. მეტი დრო დაუთმეთ სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებას.
მშვილდოსანი
მეტად მოუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, ნუ იქნებით ძალიან მომთხოვნი, თავი შეიკავეთ შენიშვნებისგან. ეცადეთ ფოკუსირება გააკეთოთ პოზიტიურ და სასიამოვნო მოვლენებზე.
თხის რქა
ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით სამსახურეობრივი საქმეების მოსაგვარებლად. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და სასურველია არ ჩაერთოთ დისკუსიებში, რადგან შესაძლოა სულ მარტივი საუბრები კონფლიქტშიც გადაიზარდოს.
მერწყული
მშვენიერი დღეა, ნებისმიერ საქმიანობაში საკმაოდ წარმატებულად იასპარეზებთ. არ არის სასურველი გარჩევები და წვრილმანების გამო სიტუაციის გართულება გარშემომყოფებთან.
თევზები
დღეს სჯობს დამკვირვებლის პოზიციაში იყოთ, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით ეს ეხება საქმიან სფეროს, რადგან არ არის გამორიცხული ახალი შემოთავაზებით მოგმართონ.