20 თებერვალს, ოკუპაციის მეასე წლისთავზე, თბილისის დამცველთა ხსოვნის მარში მოეწყო.
21-კაციანი ჯგუფის წევრებმა, ქართველი გმირების პატივისცემის, ისტორიული მეხსიერების აუცილებლობის ნიშნად, მოიარეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები _ კოჯორი-ტაბახმელასა და ლილოში არსებული 30-კილომეტრიანი ფრონტის ხაზი.
ჯგუფს ხელმძღვანელობდა დიმიტრი სილაქაძე, რომელიც ამ მარშის ინიციატორია.
“გურია ნიუსიდან“ მარშში ლუკა სიხარულიძე მონაწილეობდა, რომელმაც 31-კილომეტრიანი მარშრუტის ფოტორეპორტაჟი მოამზადა.