გიორგი გახარია დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი, კახა კალაძე ესწრებიან.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 2019 და 2020 წელს, 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. გიორგი გახარიამ განმარტა, ვის დაეხმარება სახელმწიფოს ახალი ანტიკრიზისული გეგმა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც, აი, ასე, ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა მიძღვნილია დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანიებისადმი. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე რაღაც დანაზოგი აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის“, – განმარტა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიის დროს ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა.
გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.