კიევის მერის, ვიტალი კლიჩკო ინფორმაციით, რუსული ჭურვებს დედაქალაქში დღეს დილით ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19 დაშავებულია. მათ შორის 4 ბავშვია.
დედაქალაქის მერმა, თავად მოინახულა საცხოვრებელი უბანი, რომელზეც ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს.
კლიჩკოს ინფორმაციით, დაზიანებულია 6 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე, საბავშვო ბაღი და სკოლა. ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.
ცნობისთვის, პოდილსკის რაიონში ოკუპანტებმა საცხოვრებელი უბანი დღეს დილით დაბომბეს.