ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა სოფელში გამოვლინდა და ოჯახურ კლასტერებს უკავშირდება, ინფიცირებულებს შორის 1 კი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისიდან ჩასული სტუმარია.
ინფიცირების შემთხვევები წიფნარსა და გოგოლესუბანში გამოვლინდა.