ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე სულ 220 ტესტი ჩატარდა.
სულ ოზურგეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3196 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2919 ადამიანი, გარდაცვლილია 26.
ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა. ინფიცირებულებიდან 42 სტაციონატში მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 51, ბინაზე კი 158.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 31 ადამიანი იმყოფება.