ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსზე 155 სწრაფი და 20 პსრ ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 5 დადებითი შემთხვევა დადასტურდა.
ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ჩატარებული 155 სწრაფი ტესტიდან 50 სავაჭრო ცენტრ „უნივერმაღში“ გაკეთდა, 25 კი მუსიკალურ კოლეჯში და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
რაც შეეხება კლინიკა „მედალფაში“ ჩატარებულ ტესტებს 61 სწრაფი ტესტიდან 7 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.
ტესტები ჩატარდა ასევე ბ/ს ცენტრში 4 სწრაფი და 2 პსრ ტესტი ჩატარდა, საიდანაც არცერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ცნობისთვის, ოზურგეთში სავაჭრო ცენტრების და იმ ორგანიზაციების შემოწმება მიმდინარეობს კორონავირუსზე, სადაც 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ტესტები უკვე ჩატარდა “მოდემში” და “ჩემ მარკეტში”, რომლის პასუხებიც უარყოფითი იყო.