გურიაში ვითამაშოთ კალათბურთი – ამ სლოგანით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სპეციალურ პროგრამას ახორციელებს. პროგრამა რეგიონებში კალათბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას ემსახურება.
ამ პროგრამის ეგიდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას, სადაც საკალათბურთო სექცია გახსნის დღიდანვე წარმატებით ფუნქციონირებს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ოზურგეთელ კალათბურთელებთან ხელდამშვენებული, საჭირო საკალათბურთო ატრიბუტიკით : ფარებით, ბურთებით, ფორმებით, დაფებით, სათვალეებით, სასტვენებითა თუ მრავალი სხვა ინვენტარით ჩამოვიდა.
პროექტი – ვითამაშოთ კალათბურთი, სწორედ რეგიონების ინვენტარით აღჭურვას და ადგილზე საკალათბურთო ცხოვრების გაძლიერებას, სპორტის გამორჩეული სახეობის, კიდევ მეტად პოპულარიზაციას ემსახურება.
ოზურგეთში სტუმრებს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გუბერნატორის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ დოლიძე, გურიის რეგიონული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე, ასევე მწვრთნელები და მთავარი, კალათბურთის სექციაში მოვარჯიშე, წარმატებული გოგო – ბიჭები დახვდნენ და საჩუქრები დიდი სიხარულით მიიღეს.
[sexy_author_bio]