აზოვსტალის ქარხანაში ვითარება ისევ დაძაბულია.
როგორც ukrinform იუწყება, რუსული ჯარები ბლოკავენ გასასვლელებს ქარხნის მიწისქვეშა გადასასვლელებიდან, მაგრამ უკრაინელი დამცველები კონტრშეტევებს იწყებენ. შესაბამისი განცხადება მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ გააკეთა.
„გუშინ მტერს არ შეუწყვეტია სახმელეთო შეტევის მცდელობები. მთავარი მიზანი არის მიწისქვეშა გადასასვლელებიდან გასასვლელების გადაკეტვა, რომლებიც მტერს აჩვენა მოღალატემ. მიუხედავად ამისა, მარიუპოლის მცველები კონტრშეტევის მცდელობებს აკეთებენ და ყველაფერს რისკავს. სიტყვები არ მყოფნის მარიუპოლის დამცველების გმირობის აღსაწერად“, – წერს ანდრიუშჩენკო.