“კოვიდინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია. ერთეული შემთხვევები გვაქვს. გუშინ გვქონდა ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა, შაბათ-კვირას თითო-თითო. ყოველ შემთხვევაში საგრძნობი კლებაა. ტესტირებაც ცოტაა. მომართვიანობაც შემცირებულია”,_ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად ინფიცირების შემთხვევებმაც შეიძლება მოიმატოს, რადგან საზოგადოება სამედიცინო ნიღაბს აღარ ატარებს, რაც ნებისმიერი რესპირატორული ინფექციისგან ადამიანს იცავს.
“გრიპის სეზონი მოდის და ინფიცირების შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს. ნიღაბს, რომელიც ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან იცავს და არა მარტო კოვიდისგან, აღარავინ ატარებს. ნიღბის ტარების გამო იყო საგრძნობლად დაბალი გრიპის შემთხვევები პანდემიის წლებში. ახლა ნიღაბი რომ არ გამოიყენება, უფრო მეტი გრიპის შემთხვევაც იქნება, ვიდრე წინა წელს იყო. გრიპის საწინააღმდეგო აცრები უკვე დაწყებულია რისკჯგუფებში, მაგრამ ნიღბის ტარებაც საჭიროა. ნიღაბს აქვს თავის სამედიცინო დანიშნულება და ადამიანმა ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციის დროს უნდა იხმაროს. უბრალოდ ჩვენთან პამდენიამდე ამის კულტურა არ იყო და უნდა დამკვიდრდეს“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 12164 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 12071 პაციენტი, გარდაცვლილია 83.