ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის (უკანავას) მცხოვრებლების ერთი ნაწილი არიან შეკრებილები.
“იქნებ, დაგვიდგეთ გვერდით და გაშუქდეს ჩვენი პრობლემები. სოფელში ჰესები კეთდება და მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისევ მოუგვარებელია. ჰესზე მომუშავე მანქანებმა სულ გააფუჭეს სოფლის გზები, თან მათი მოძრაობის გამო ყოველდღიურად მტვერში ვართ. ახლა ვართ ჰესის ტერიტორიასთან და არ ვუშვებთ მანქანებს. ყველასგან ვითხოვთ ყურადღებას“, _ გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ მთისპირში ლადო ჩავლეშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ სოფელში მიმდინარე აქციის შესახებ ინფორმირებულია.
„ასფლატრირებული გზის პროექტი მზად არის. 3 600 მეტრი გზის გაკეთება მას შემდეგ დაიწყება, რაც ჰესების მშენებლობა დასრულდება“, _ გვითხრა ლადო ჩავლეშვილმა.

































































