საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელსაც საკუთარი მოსწავლე სექსუალური ძალადობაში ამხელს და უჩივის, აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ, რადგან მოსწავლეების მიმართ პრინციპულობით გამოირჩევა. შემთხვევა შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში მოხდა.
“ვითომ გოგონებს უფრო მაღალ ნიშნებს ვუწერდი, ვიდრე ბიჭებს. ვითომ ერთ გოგონას მხრებზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, მხრებში გასწორდი-მეთქი და დავემუქრე ჩაგარტყამ თუ არ გასწორდები-მეთქი. ვითომ ჩემი მანქანით ვთავაზობდი გაგასერინებთ-მეთქი. ეს არის ბინძური ცილისწამება, ველოდები გამოძიების დასრულებას. მათ ვერ აიტანეს, მე რომ პრინციპულად და მკაცრად ვექცეოდი და მოინდომეს ჩემი დასჯა, როგორც ჩანს, რომელიღაც პარტიის დავალებას ასრულებენ.” – განაცხადა, მასწავლებელმა “ტვ პირველთან”.
ცნობისთვის, მე-9 კლასელი გოგო შუახნის მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
პედაგოგი დაკავებული არაა. შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო.
წყარო: ამბები. გე