დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის განხილვა დაიწყება.
“ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ოზურგეთის #60 საარჩევნო საოლქო კომისიამ არ განიხილა მათი წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრები.
“ვითხოვთ სამივე მუნიციპალიტეტში ყველა უბანზე ბიულეტენების გადათვლას, მაგრამ ეს მოთხოვნა საოლქოში არ დაგვიკმაყოფილეს. ამიტომ მივმართეთ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს მოსამართლე“,_ ამბობს მჟავანაძე ჩვენთან საუბრის დროს.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის“ მიერ შეტანილი საჩივრის განხილვა სასამართლოში დილის 11 საათზე დაიწყება.