გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-მერის პოსტს ირაკლი სირაძე დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ირაკლი სირაძე.
სირაძე ბოლო დროს “შპს მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ბუღალტრულ-ეკონომიკური სამსახურის უფროსად მუშაობდა, მანამდე, კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდში, გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბს ხელმძღვანელობდა.
შარაშენიძე უფლებამოსილების გახორციელებას რამდენიმე დღეში შეუდგება.
ჯერჯერობით, არ საჯაროვდება, ვინ იქნებიან შარაშენიძის მოადგილეები. თავად შარაშენიძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი ნაადრევია.





























































