ხალხის უმეტესობას არ უყვარს სწორი აზრის გაგება – წინა წლებიდან ვიცით უკვე რაც შეიძლება მოჰყვეს ნანადირევი მტრედების ფოტოს, მაგრამ ჩვენი ვალია ხალხში და კერძოდ, ზოგიერთ მონადირეში ცნობიერება ავამაღლოთ. მტრედისნაირებზე ნადირობა კანონით დაშვებულია და მათ რიგებში ქედნისა და გვიძინის გარდა შედის გარეული მტრედიც, რომელიც ვიზუალურად ქალაქის ანუ სამოსახლოს მტრედს ჰგავს და ამაზე ხალხი გიჟდება, ეგ ჰგონიათ, არც წაკითხვა უნდათ, არც მოსმენა, არც შესაბამისი განათლება აქვთ და მაინც ქოქოლას აყრიან მტრედზე მონადირეებს. ნუ, გასაგებია ხალხის ასეთი კატეგორია, ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან, ალბათ.
გარეული მტრედი ველურ ბუნებაშია, კულტურულ ნათესებს ეტანება და ადამიანსაც არ უშვებს ახლოს ქალაქის მტრედისგან განსხვავებით, ფეხებში რომ გვედებიან ტროტუარზე.
ისწავლეთ განსხვავება და შეეგუეთ, რომ შეიძლება გარეულზე ნადირობა, არაა ეს კატასტროფა და ვაი ვუი ამბის ასატეხი.
გაეცანით კანონს, წაიკითხეთ, გაიგეთ ჯერ საკითხი და მერე გამოთქვით აზრი, მაგრამ უმეტესობას ამის უნარიც არ აქვს და გასაგებია ხოლმე შედეგიც.
ამ ყველაფრის ახსნა ყოველ წელს და ხშირად მიწევს, მაგრამ რაც მეტი ადამიანი გაიაზრებს, უკეთესია, _ წერია ფეისბუქგვერდზე “ნადირობა საქართველოში”.