“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკომისია განიხილავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს მოსახლეობაზეც გავრცელდეს.
“ევროკომისია განიხილავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, როდესაც ახალი წესები ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს.
მეორე ეტაპზე, თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზეც გავრცელდეს, – წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.


































































