ჩინეთში ზოოპარკს ვიზიტორების მისაზიდად ძაღლების შეღებვასა და პანდებად გასაღებაში ადანაშაულებენ. ვიდეო, სადაც შავ თეთრ ფერებში შეღებილი ორი ძაღლი ჩანს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვიდეო გადაღებულია ტაიჟოუს ზოოპარკში, რომელიც 1 მაისს გაიხსნა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
ზოოპარკის წარმომადგენლებმა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას დაუდასტურეს, რომ ისინი დათვები კი არა ფუმფულა ძაღლის ჯიშის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც შავ თეთრად შეღებეს და “პანდა ძაღლებს” ეძახდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “პანდა ძაღლებმა” წამოიწყეს დისკუსია სოციალურ მედიაში ჩინეთში.
2019 წელს, სიჩუანის სამხრეთ-დასავლეთის პროვინციაში მდებარე ძაღლების კაფემ ცხოველთა უფლებების შესახებ შეშფოთება გამოიწვია თავისი ექვსი ჩოუ ჩაუ-თი, რომლებიც ასევე შეღებილი იყო დათვების მსგავსად.
2020 წელს, იმავე პროვინციაში, გავრცელდა ვიდეო, სადაც ქალი პანდასთან ერთად სეირნობდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ შეღებილი ჩაუ ჩაუ იყო.