ვაკის პარკში 9 მაისთან დაკავშირებით მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი დღე ვაკის პარკში აქციების ფონზე მიმდინარეობს. ერთ მხარეს “უკვდავი პოლკი” დგას, რომელიც რუსეთს, როგორც ოკუპანტ ქვეყანას არ ცნობს, მეორე მხარეზე კი მათ პოზიციას აპროტესტებენ. როგორც გამართულ აქციებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, აქციის ფამართვის უფლება ყველას აქვს, ქვეყანაში კი რუსული გავლენა მცირდება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ, რომ საქართველოში არ გაფართოვდეს რუსული გავლენა. თქვენ ხედავთ, რომ გასული წლების განმავლობაში კი არ ფართოვდება, მცირდება, რაზეც მეტყველებს არჩევნების შედეგები. სულ უფრო ნაკლებ ხმებს იღებენ პრორუსული პარტიები. ეს არის ერთ-ერთი დამსახურება ჩვენი ხელისუფლების. აქციის მოწყობა შეუძლია ყველას, მთავარია, როგორია ხელისუფლების რეაგირება,”_ განაცხადა კობახიძემ.