“რუსეთს არასდროს ჰქონია სურვილი და არც აპირებს ევროპასთან ომის დაწყებას. ამას რუსული მხარე რეგულარულად იმეორებს. თუმცა, თუ ევროპა მოულოდნელად დაიწყებს ომს, ეჭვი არ უნდა შეეპაროს რუსეთის მზადყოფნაში”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.
„ჩვენ არ გვაქვს ევროპასთან ომის დაწყების განზრახვა; ეს ასჯერ მითქვამს. მაგრამ თუ ევროპა მოულოდნელად მოისურვებს ჩვენთან ბრძოლას და დაიწყებს, ჩვენ ახლავე მზად ვართ“, – ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.






























































