ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი Putler.gov.ua, რომელიც დონაციისთვისაა შექმნილი, რომლის მიზანია რუსეთის პრეზიდენტის „იუპიტერზე გაგზავნაა“.
„გაიღეთ შემოწირულობა და დაგვეხმარეთ, ავაშენოთ რაკეტა, რომელიც სისხლიან დიქტატორს შორს წაიყვანს. რატომ იუპიტერი? რადგან ის გაზის გიგანტების ტიპის პლანეტაა და ყველაზე დიდია მზის სისტემაში“ – წერია ვებგვერდზე.
როგორც ვებგვერდიდან ირკვევა, პლატფორმა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ შექმნა.
აღნიშნული პროექტის შესახებ FACEBOOK-ზე დაწერა, უწყების ხელმძღვანელმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა და მსურველებს დონაციისკენ მოუწოდა.
მინისტრის თქმით, ხუმრობით შეფუთული პროექტის რეალური მიზანი კი, სერიოზულია, თანხა უკრაინის ჯარისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გროვდება.
,,პროექტის წამოწყება – პუტინი იუპიტერში გაგზავნეთ:
დედამიწის 100 მილიონ კეთილ მოქალაქეს შეუძლია იუპიტერში ერთი ბოროტების გაგზავნა. რატომ არის იუპიტერი? ეს არის გაზის გიგანტი და ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში.
აქცია ხელს შეუწყობს მსოფლიოში ყველას ჩართვას და გაერთიანებას სისხლიანი დიქტატორის წინააღმდეგ.
თანხები წავა ჯარში და უკრაინის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.“ – წერს უწყების ხელმძღვანელი.
[sexy_author_bio]