ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ დიდ ბრიტანეთშიც მსჯელობენ როგორ უპასუხონ სირიაში მომხდარ, სავარაუდოდ, ქიმიურ თავდასხმას.
„ქიმიური თავდასხმა, რომელიც სირიაში მოხდა, შოკის მომგვრელი და ბარბაროსული აქტია. მან ბევრი ადამიანის, მათ შორის პატარა ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ მივხვდეთ რა ხდება მიწაზე. ასევე, როგორ შეგვიძლია მომავალში აღმოფხვრა ან შეკავება ქიმიური თავდასხმით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის. ქიმიური იარაღის გამოყენება კამათის გარეშე ვერ ჩაივლის“, _ განაცხადა მეიმ.
როგორც THE TELEGRAPH იუწყება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა წყალქვეშა ნავების საბრძოლო დანაყოფებს სირიის მიმართულებით გადაადგილების მზადყოფნის ბრძანება მისცა.
ამავე თემაზე: „ვითარება მსოფლიოში დღითიდღე ქაოტური ხდება“_ პუტინი