მსოფლიო ისტორია მოიცავს ბევრ ისეთ მიმზიდველ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გამოცნობილი.
დაშიფრული, კოდირებული საჯარო გზავნილები ძალიან ამძაფრებს ჩვენს ცნობისმოყვარეობას. რატომ არის ეს გზავნილები დაშიფრული? რა დიდ საიდუმლოს უნდა შეიცავდეს ისინი?
მიუხედავად სწავლულების დიდი ძალისხმევისა, გენიალური კლიპტოგრაფების და თვითდაინტერესებული განძეულის მონადირეებისა, ისტორია სავსეა გამოცანებით.
ამ გამოცანათაგან ერთ-ერთი დიდი მსოფლიო გამოცანაა “ვოინიჩის მანუსკრიპტი”, რომლის სახელწოდებაც წარმოსდგება ამერიკელ-პოლონელი ანტიკვარული წიგნების მოვაჭრის უილფრიდ მ. ვოინიჩისაგან, რომელმაც ეს წიგნი აღმოაჩინა 1912 წელს.
ეს არის 250 გვერდიანი წიგნი, რომელიც დაწერილია აბსოლიტურად უცნობ ენაზე. მისი ფურცლები სავსეა ფერადი ნახატებით და უცნაური დიაგრამებით, რომელზეც გამოსახულია სავსებით უცნობი მცენარეები, რომელთა წარმომავლობაც არ გავს არც ართ სახეობას დედამიწის ზურგზე.
ამ მანუსკრიპტის ავტორი უცნობია და რადიოკარბონულმა ანალიზმა აჩვენა რომ იგიიმაგე დაწერილია სადღაც 1404 და 1438 წლებს შორის. მანუსკრიპტს ეწოდა “ ყველაზე საიდუმლო ხელნაწერი დედამიწაზე.”