მე ადეკვატური ქვეყნის ადეკვატური პრეზიდენტი ვარ და არანაირი ქიმიური იარაღი ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე არ მზადდება. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი რუსული მხარის მორიგ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს უკრაინის ლაბორატორიებში ქიმიურ იარაღს ამზადებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და რუსეთს ტერორისტი სახელმწიფო უწოდა.
„ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. მე ადეკვატური ქვეყნის, ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი და ორი შვილის მამა ვარ. არავითარ ქიმიურ ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღს ჩემს მიწაზე არავინ ამზადებს. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. თვქენც იცით. და თუ რაიმე ამდაგვარს გააკეთებთ ჩვენს წინააღმდეგ, პასუხად მიიღებთ მკაცრ სანქციებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.