უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ვახტანგ კიკაბიძე, მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. დიდებული ხალხის დიდებული კაცი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვუყურებდით. თანავუგრძნობ მის ახლობლებს“, – წერს ზელენსკი.