ამაყი ვარ მოგესალმოთ უკრაინიდან, კიევიდან, რომელიც ყოველდღიურად იბომბება რუსეთის მიერ, მაგრამ არ ნებდება, ჩვენ ამაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრია, – ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესს მიმართა.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი ომია.
„მე მაქვს პატივი, მოგესალმოთ მამაცი უკრაინელი ხალხის სახელით, თავისუფლებამოყვარული უკრაინელების სახელით, რომლებიც 8 წელია რუსულ აგრესიას ებრძვიან, სწირავენ თავიანთ შვილებს, რათა რუსული სრულმასშტაბიანი მიმდინარე აგრესია შეაჩერონ. უკრაინის ბედი ახლა წყდება, ახლა ირკვევა ვიქნებით თუ არა თავისუფალი დემოკრატია. რუსეთმა არამარტო ჩვენ შემოგვიტია, არამედ ჩვენს ღირებულებსაც, ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს – ტანკებითა და თვითმფრინავებით. ისინი ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვას ებრძვიან, ჩვენს ეროვნულ ოცნებებს, ისეთს, როგორიც თქვენ გაქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში კონგრესის მიმართ.