,,თუ ჩვენი ნატო-ში მიღება სურთ, თუკი მათ ნამდვილად სურთ ჩვენი წევრობა, მაშინ უსარგებლოა ჭოგრიტში, შორეულ მომავალში ყურება და ამ მომავლის განხილვა. საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს“, _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს
„მე, პირადად, მჯერა, რომ უკრაინა საბოლოოდ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ სულ უფრო მეტ უკრაინელს ახლა ისე ძლიერად აღარ სჯერა ამის, როგორც წარსულში და მე ეს დიდ პრობლემად მიმაჩნია. მეორეც, ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი ნატო-ში მიღება სურთ, თუკი მათ ნამდვილად სურთ ჩვენი წევრობა, მაშინ უსარგებლოა ჭოგრიტში, შორეულ მომავალში ყურება და ამ მომავლის განხილვა. საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს. ჩვენ საფრთხეში სწორედ ახლა ვართ, ჩვენი დამოუკიდებლობა ახლა დევს სასწორზე და ახლა გვჭირდება დახმარება. წევრობის სამოქმედო გეგმა არის რეალური სიგნალი. წევრობის სამოქმედო გეგმა არის გზავნილი, პირდაპირი გზავნილი. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაწევრიანებას, მაგრამ ეს არის რეალური ხედვა უკრაინის, როგორც ნატო-ს ნაწილის უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ნამდვილი სიგნალი იქნება.
„ვფიქრობ, თუ ნატოში მიგვიღებენ, თუ ალიანსში ჩვენი ხილვა ნამდვილად სურთ, მაშინ ბინოკლში, რაღაც შორეულ მომავალში ყურებას აზრი არ აქვს. ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს. ჩვენ საფრთხეში ახლა ვიმყოფებით, ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ ახლა არის და დახმარებაც ახლა გვჭირდება.
ეს წევრობა არ არის, თუმცა ეს უკრაინის როგორც ახლო მომავალში ნატოს ნაწილის რეალური განხილვაა. დროთა განმავლობაში უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, თუმცა უამრავ უკრაინელს ამის ისე მტკიცედ აღარ სჯერა, როგორც ადრე სჯეროდა“, _ აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.